კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შს მინისტრი - მითხრეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს, თითქოს ქვეყანა დაინგრა

ნახვები: 636 შს მინისტრი - მითხრეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს, თითქოს ქვეყანა დაინგრა

ხშირად მწყდება გული, როდესაც ქართველები ამა თუ იმ ქვეყნის საზღვართან სხედან და არ უშვებენ. არასდროს მინახავს ოპოზიციიდან ვინმე გამოსული და ეთქვას, რა ხდებაო, ან ელჩისთვის მიემართა, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად განუცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრს მიმართა, რომ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, რომლებიც პუტინთან ღია კონფრონტაციაში არიან, საქართველოში გაუგებარი და ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე არ უშვებენ.

„მითხრეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს და თითქოს ქვეყანა დაინგრა. გუშინ, რუსეთის 9 მოქალაქე არ შემოვუშვით. ქალბატონი ელენე ხოშტარია მობრძანდა აეროპორტში, ორ თანმხლებ ადამიანთან ერთად და ატეხეს ამბავი, როგორ შეიძლება, რომ არ შემოუშვითო. მიკვირს, იმ 8 ადამიანზე რატომ არ იკითხა.

ხშირად მწყდება გული, როდესაც ქართველები ამა თუ იმ ქვეყნის საზღვართან სხედან და არ უშვებენ. არასდროს მინახავს ოპოზიციიდან ვინმე გამოსულიყო და ეთქვას, რა ხდებაო, ან ელჩისთვის მიემართა. ამაზე არავინ ხმას არ იღებს. ერთის მხრივ ამბობენ, რუსეთს საზღვრები დაუკეტეთ, არ შემოუშვათო....

არ ვიცი, ვინ იყო, გუშინ ატყდა ამბავი - „როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ შეუშვათ, ეს არის გადამრჩენელი, პუტინის დამამარცხებელი, ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტს და უნდა შემოვუშვათ“. ასეთი მიდგომა ჩემი აზრით, არასწორია. ჯერ ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ, რომლებიც დაწყებული მექსიკის საზღვრიდან დამთავრებული სხვა ბევრ ქვეყანაში ჩადიან და არ უშვებენ“, - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა