Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ლუჩანო სპალეტი - მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ 2:0 მშვენიერი ანგარიშია

ნახვები: 602 ლუჩანო სპალეტი - მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ 2:0 მშვენიერი ანგარიშია

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ სტუმრად გამარჯვების (2:0) შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა და მიღწეული წარმატების მიუხედავად, მეოთხედფინალში გასვლის შანსებზე ფრთხილად ისაუბრა.

„შედეგიც და თამაშის ხარისხიც ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, რადგან თავიდანვე ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ჩვენი საქმე კარგად გავაკეთეთ. სათქმელი არაფერია იმ თვალსაზრისით, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

მეტის გატანაც შეგვეძლო, რაც საპასუხო მატჩში გამოგვადგებოდა, მაგრამ ორბურთიანი სხვაობაც კარგია. შემდეგ ეტაპზე გასვლის რა შანსი გვაქვს? ჩემთვის ყოველთვის 50/50-ზეა, რადგან წინ საპასუხო თამაშია. ფეხბურთი თავმდაბლობას მოითხოვს, რადგან ამპარტავნება შენივე მტერი ხდება.

როდესაც ჩამოვედით, გვითხრეს, რომ საუკეთესო ფეხბურთს მხოლოდ იტალიაში ვაჩვენებთ. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ვითომ გერმანულ ფეხბურთს ძალიან ჩამოვრჩებით?

ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ევროპაშიც ეფექტურია, „აინტრახტმა“ კი იტალიურ სტილში ითამაშა. დღეს გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა“, – განაცხადა სპალეტიმ.

„ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დამარცხების (0:2) მიუხედავად, ფრანკფურტის „აინტრახტის“ მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა განაცხადა, რომ საპასუხო მატჩში იმედს არ კარგავს, მაგრამ აღიარა, რომ იტალიელებმა აჯობეს.

„ჩვენ თვითონ „ავიკიდეთ“ პენალტი, რამაც ნეაპოლელებზე ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედა და შეგვიტიეს. პირველი გოლი ელემენტარული უზუსტობით დაიწყო. ამის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით – უბრალოდ, დავიბენით.

დაცვაშიც ცუდად ვთამაშობდით. საბოლოოდ, წითელი ბარათის გამო კაცნაკლულებმა 0:2 წავაგეთ, რაც სავსებით ლოგიკურია. როდესაც „ნაპოლის“ მსგავს გუნდს ხვდები, ასეთი შეცდომები დაუშვებელია – სპალეტის გუნდს აქვს სისწრაფე და კლასი, ასეთი შანსებით კარგად სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ სასტიკად იმედგაცრუებული ვართ.

ჩვენ თავს არ ვიტყუებთ – დღევანდელი წაგება დავიმსახურეთ, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის (შეხვედრა ნეაპოლში 15 მარტს გაიმართება) მოსამზადებლად სამი კვირა გვაქვს. ნეაპოლში თეთრი დროშებით ჩასვლას და წინსაწარ დანებებას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ფეხბურთში ბევრი რამ არის შესაძლებელი“, – განაცხადა „აინტრახტის“ მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა