ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

დონალდ ტრამპი - აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა

ნახვები: 417 დონალდ ტრამპი - აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ტრამპის განცხადებით, ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა გენერლების, ბიუროკრატებისა და დიპლომატების კატასტროფულ რჩევებზე, რომლებმაც მხოლოდ კონფლიქტში შესვლა იციან, კონფლიქტიდან გამოსვლა კი – არა.

დონალდ ტრამპის თქმით, ათწლეულების განმავლობაში ერთი და იგივე ხალხია, როგორიცაა ვიქტორია ნულანდი და სხვები, რომლებიც შეპყრობილი არიან უკრაინის ნატო-სკენ სვლით.

„ერთი წლის წინ უკრაინაში ეს სასტიკი და საშინელი შეჭრა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ნიშნავს, რომ აქ, ამერიკაში ჩვენ გვჭირდება კორუმპირებული გლობალისტი ისტებლიშმენტის მოშორება, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ცუდად იმოქმედეს ყველა მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს შეეხება პრეზიდენტ ბაიდენსაც, რომელზეც მისი ხალხი ამბობს, რომ არ მიუღია რაიმე კარგი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებისა და ომების კონტექსტში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა