ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გია ვოლსკი - სარეკლამო აგენტიც არსებობს და სპორტული აგენტიც, გააჩნია ამ სიტყვას როგორ მანიპულირებთ

ნახვები: 466 გია ვოლსკი - სარეკლამო აგენტიც არსებობს და სპორტული აგენტიც, გააჩნია ამ სიტყვას როგორ მანიპულირებთ

სარეკლამო აგენტიც არსებობს და სპორტული აგენტიც, გააჩნია ამ სიტყვას როგორ მანიპულირებთ. მანიპულაციების ოსტატები ხართ, თორემ ეს ოფიციალური სახელია და ცუდი არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უცხოური გავლენის თაობაზე კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

ვოლსკის განცხადებით, სპეკულაცია, რომ ეს ეხება აშშ - ის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რადგან მისივე თქმით, "ამ ურთულეს სიტუაციაში რაც მსოფლიოში შექმნილია, მოსალოდნელია ათასი ჯურის ორგანიზაციის შემოსვლა".

"საკმაოდ სიღრმისეული მსჯელობა გვქონდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს, საზოგადოებისთვის უნდა აკეთებდეს განცხადებას რა პროგრამას მიყვება, რა ოდენობის დაფინანსება აქვს და ვისგან მის განსახორციელებლად. სპეკულაცია, რომ თითქოს ეხება აშშ - ის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, სპეკულაციაა, რადგან ამ ურთულეს სიტუაციაში რაც მსოფლიოში შექმნილია, მოსალოდნელია ათასი ჯურის ორგანიზაციის შემოსვლა და არასამთავროვო ორგანიზაციებად რეგისტრირება და მათი დაფინანსება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა