თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ლევან ხაბეიშვილი - ჯვრის მონასტერი ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში ფაქტობრივად, ინგრევა

ნახვები: 501 ლევან ხაბეიშვილი - ჯვრის მონასტერი ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში ფაქტობრივად, ინგრევა

ჯვრის მონასტერი ბიძინა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში ფაქტობრივად, ინგრევა. ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები და გაჩენილია რუსული წარწერები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციისთვის ასიათასობით დოლარი გამოყვეს, თუმცა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს აღნიშნული თანხები გაყინული აქვს.

 

„ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები, რომ "ჯალათეა" ფაქტობრივად, ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცის საზოგადოებამ და ძალაშია, რომ მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, მათ შორის, ფინანსურად უზრუნველვყოთ და დავეხმაროთ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიას, რომ, რაც დარჩენილია გელათისგან, ის მაინც არ განადგურდეს.

 

ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში ფაქტობრივად, ინგრევა. ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები და გაჩენილია რუსული წარწერები. უკიდურესად მძიმე რეალობაა. უპირველესად ეს ეხება ჩემდა სამწუხაროდ, "ჯალათეას", რომელიც მინისტრია და გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს. ის, რომ ქვები არ ცვიოდეს და ლოდები არ ეცემოდეს ჯვრის მონასტერში ადამიანებს, ის, რომ ჩვენი მე-6 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა არ ნადგურდებოდეს ჩემდა სამწუხაროდ, ეხება "ჯალათეას", ადამიანს, რომელიც ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს.

 

ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია და უნდა იცოდეს, საზოგადოებამ, რომ ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს, ეს თანხა გამოყვეს იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ წულუკიანს ეს ფინანსები შეჩერებული აქვს. ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ რამდენიმე წუთში აქ საქმიანობა დაიწყონ, რომელიც უზრუნველყოფს ჯვრის მონასტრის არ დანგრევას, არ განადგურებას, ქვების ცვენის შეჩერებას, ვანდალიზმის შეჩერებას, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ამ შემთხვევაშიც პროფესიონალებთან ერთად, ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას" ,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა