ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ლაშა ტუღუში „ხალხის ძალის“ წარდგენილ კანონპროექტზე - ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ

ნახვები: 485 ლაშა ტუღუში „ხალხის ძალის“ წარდგენილ კანონპროექტზე - ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ

ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლითაც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" იქმნება.

მისივე თქმით, ეს კანონი შეიძლება გახდეს საფუძველი კანდიდატის სტატუსზე უარის და ამის თაობაზე სხვადასხვა შეხვედრაზე ითქვა, მათ შორის, ქვეყნის პარტნიორებისგან.

„მთელი სულისკვეთება ამ კანონის არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება სხვა ინტერესებს ემსახურება და არა საქართველოს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს, ეს არის ძალიან მავნე, აბსოლუტურად მიუღებელი იდეა, ეს არის ტყუილი. სამოქალაქო საზოგადოება ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის, ყველა ფორმატში, მათ შორის პარლამენტშიც, რომ კარგად ავხსნათ, რატომ არის ეს კანონი ცუდი, სახიფათო ევროპული ინტეგრაციისთვის და აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის პარტნიორებისგან მოვისმინეთ, რომ ამ კანონმა შეიძლება დააზიანოს და მართლა შეიძლება გახდეს ერთ- ერთი საფუძველი კანდიდატის სტატუსზე უარის, რაც კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის. დაუშვებელია დღეს ქვეყანამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლის სტატუსის მიღებას,"- განაცხადა ტუღუშმა.

„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ამასთან, „ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა