კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, მრცხვენია ჩვენი ამომრჩევლის

ნახვები: 489 ხატია დეკანოიძე - ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, მრცხვენია ჩვენი ამომრჩევლის

მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო განხილვებზე შესვლა, მათ შორის კომიტეტებზეც.

„ვაპირებ, რომ საპარლამენტო განხილვებში ჩავერთო. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. ქუჩის პროტესტი, რაც დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მექანიზმია, ხელს არ უშლის იმას, რომ პარლამენტში ის ინსტრუმენტები გამოვიყენოთ, რომელიც აუცილებელია და ამით შევასრულოთ უცხოელი მეგობრების თხოვნაც. ძალიან მნიშვნელოვანია განხილვებზე შესვლა, მათ შორის კომიტეტებზე. მგონი, ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევარი დარჩა და ამაზე უკვე სამი წელი საუბარი, წარმოუდგენელია. ჩვენი ამომრჩევლის პირადად მრცხვენია, ვისაც ამაზე ვესაუბრებით. ალბათ, იმ კვირაში კონტურები გამოიკვეთება, პარტია როგორ აპირებს საქმიანობას. მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტი უკან წაიღო, პარტია პარლამენტში შემოვიდა და საპროტესტო საქმიანობასთან ერთად საპარლამენტო მუშაობა უნდა გაგრძელდეს და თან ღირსეულად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა