ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიული ალასანია - ჩვეულებრივ, ავანტიურები სააკაშვილისთვის კარგად მთავრდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან რთულად გამოვიდა

ნახვები: 592 გიული ალასანია - ჩვეულებრივ, ავანტიურები სააკაშვილისთვის კარგად მთავრდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან რთულად გამოვიდა

უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში გიული ალასანიამ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე ისაუბრა.

ინტერვიუს დროს, გორდონმა გიული ალასანიას მიმართა: „მე მოგიყვებით ერთ ისტორიას, რომელიც ალბათ არავისთვის მითქვამს. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გვითხრა, რომ აპირებდა გამგზავრებას. მას ვუთხარი, ასე როგორ, შეიძლება დაგაკავონ. მან მითხრა, შეიძლება, მომკლან კიდეც, მაგრამ მე რევოლუციონერი ვარ და ყოველთვის მზად ვარ დაკავებისა და მკვლელობისთვის. თქვენ, როგორც დედამ, იცით მისი ხასიათი“.

გიული ალასანამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხასიათი იცის, მაგრამ ჩვეულებრივ, ეს ავანტიურები მისთვის კარგად მთავრდებოდა.

„სირთულეები გაიარა, მაგრამ ყველაფერი რაღაცნაირად გამოვიდა, ახლა ძალიან რთულად გამოვიდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, ინტერვიუს დროს გორდონმა გიული ალასანიას ჰკითხა: „იცით, მე მას ვარწმუნებდი და მივიჩნევდი, რომ შეუძლებელი იყო, არ შეძლებოდა, რადგან ციხეში ჩასვამდნენ, მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ როგორღაც ყველაფერი გამოუვიდოდა. არ გეჩვენებათ, რომ ის სპეციალურად მოატყუეს?“

გიული ალასანიამ ამ კითხვაზე უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.

„მახსოვს, მას ძალიან უნდოდა ჩამოსვლა. მასთან ხშირად ვიყავი კიევში და როდესაც ვუყურებდი ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ადგილი ვერ იპოვა. ბოლო დღეებში მასთან როცა ჩავედი, მასთან ერთად ვაპირებდი დაბრუნებას. ბილეთებიც კი ავიღეთ ერთად. ჩემი ძმა ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა და ერთად ვაპირებდით მის დარწმუნებას, თუმცა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ერთი სიტყვაც არ გვათქმევინა. სადღაც გაუჩინარდა, შემდეგ დილიდან ისევ სადღაც გაუჩინარდა. შემდეგ მისგან მივიღე შეტყობინება, რომ დავრჩენილიყავით ადგილზე ორი დღე და საბოლოოდ ეს ფოტოები გავრცელდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა