კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი - ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არიან აგენტები, რომლებიც უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობენ

ნახვები: 536 უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი - ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არიან აგენტები, რომლებიც უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობენ

ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არიან აგენტები, რომლებიც უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობენ, მათი პოვნა უფრო ადვილი ხდება, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, უკრაინულ დაზვერვასთან თანამშრომლობის მთავარი მოტივაცია არის მომავალში „ნორმალური არსებობის შესაძლებლობა“.

კირილ ბუდანოვის თქმით, უკრაინის დაზვერვა ყურადღებით ეკიდება აგენტების მიერ გადაცემულ ინფორმაციას, რადგან ნდობა მხოლოდ ფაქტებშია.

ამასთან, უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანას აქვს ყველა შანსი, წელს ომი გამარჯვებით დაასრულოს. კირილ ბუდანოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთში ღიად გაცხადებული 300 000 მობილიზებულის მიუხედავად, ფარული მობილიზაცია დღესაც გრძელდება. მისივე განცხადებით, გაზაფხულზე ბევრი მოვლენა იქნება, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ამ ომში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა