ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წევრები ფარისევლურად უსურვებენ უკრაინას მშვიდობას და არ საუბრობენ გამარჯვებაზე

ნახვები: 534 პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წევრები ფარისევლურად უსურვებენ უკრაინას მშვიდობას და არ საუბრობენ გამარჯვებაზე

„ქართული ოცნების“ წევრები ფარისევლურად უსურვებენ უკრაინას მშვიდობას და არ საუბრობენ გამარჯვებაზე, ასეთ მშვიდობაზე რუსი პროპაგანდისტებიც საუბრობენ ყოველდღე, ასეთია „ქოცური“ მშვიდობაც,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა, უკრაინის გამარჯვების გარეშე, უკრაინის 40 პროცენტის ოკუპაციას ნიშნავს.

"ქართული ოცნების" წევრები ფარისევლურად უსურვებენ უკრაინას მშვიდობას, ისე, რომ არ საუბრობენ უკრაინის გამარჯვების, დეოკუპაციის, ბოროტების დამარცხების აუცილებლობაზე. ასეთ მშვიდობაზე რუსი პროპაგანდისტებიც საუბრობენ ყოველდღე, რომ რუსეთს შერჩეს ის, რაც აქვს და უკრაინა დაიშალოს, როგორც სახელმწიფო, ასეთია "ქოცური" მშვიდობაც. მშვიდობა გამარჯვების გარეშე ნიშნავს უკრაინის 40 პროცენტის ოკუპაციაზე ხელის მოწერას. არ დაიჯეროთ ამათი მშვიდობის, ამათ სურთ რუსეთთან დალაგდნენ როგორმე, რომ რუსულ ჭაობში ძარცვონ საქართველოს მოქალაქეები,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა