კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა რევანშიზმმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი, ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოში, ყველა ქვეყანაში, რომელსაც რუსი მკვლელები ემუქრებიან

ნახვები: 536 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა რევანშიზმმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი, ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოში, ყველა ქვეყანაში, რომელსაც რუსი მკვლელები ემუქრებიან

რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვაში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა დროა, როდესაც ყველას ერთად შეუძლია, დაიცვას თავისუფლება სამუდამოდ. „ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ ეს წელი საერთო მტერზე საერთო გამარჯვების წელი იქნება.

„დედამიწაზე აღარავის უნდა დაემუქრონ შიმშილით ან რადიაციული კატასტროფით, აგრესიითა და ტერორით, ენერგომომარაგების შეფერხებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, დეპორტაციით და ეკოციდით. რუსეთს ეს ყველაფერი მოაქვს აგრესიასთან ერთად. ჩვენ ამას შევაჩერებთ. ჩვენი გმირი სამხედროები ამას გააკეთებენ. თქვენთან და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობით ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა