პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ევროკავშირის ელჩი - ველოდებით საქართველოს, საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ

ნახვები: 322 ევროკავშირის ელჩი - ველოდებით საქართველოს, საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქართველების გადასაწყვეტია როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის.

„საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით, დასრულებულია და ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას და საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწვეტილება ქართველებზეა, სურთ წინსვლა, თუ სურთ იქ გაჩერება, სადაც არიან, თუ უკანსვლა სურთ. ჩვენ ღია ვართ, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო არის მზად გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ელჩმა თბილისში გამართულ დისკუსიაზე, რომლის თემაა: „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ერთი წლის შემდეგ: მშვიდობის ფორმულა“.

მან უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი პირველივე დღიდან სწორ მხარეს დგას თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, მათ შორის იმ 141 ქვეყანასთან ერთად, საქართველოს ჩათვლით, რომელმაც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის მიერ წარდგენილი „მშვიდობის ფორმულის” ძირითად დებულებებს მოიცავს.

„ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენი ამერიკელი კოლეგები ჩამოდიოდნენ ბრიუსელში და გვეუბნებოდნენ: შეხედეთ, ვიცით, დაიწყება და ჩვენ, ევროკავშირის ინსტიტუტებში, ამის არ გვჯეროდა, მე არ მჯეროდა. რადგან ვერ წარმომედგინა, აზრადაც არ მომდიოდა, რომ 21-ე საუკუნეში, ევროპის შუაგულში, ყველაფერ იმის შემდეგ რაც ჩვენ, ევროკავშირმა საერთაშორისო საზოგადოებამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაგვედო ხიდები, მიგვეღწია ურთიერთკავშირებისთვის, რომელიც ჩვენ შევქმენით - ყველა შევცდით, მეც შევცდი - ეს მოხდა და ეს გრძელდება ერთი წელი.

ეს არ არის უკრაინის ომი, ეს არის ყველას ომი. უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის და უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორი იქნება მსოფლიო, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს? წარმოუდგენელია. წესების, მსოფლიო წესრიგის შენების მთელი 70 წლიანი ძალისხმევა გაქრება. ასე რომ, უკრაინის გამარჯვების გარდა სხვა გზა არ არსებობს და ყველას ინტერესშია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. მაგრამ ომი არა მხოლოდ ბრძოლოს ველზე მიმდინარეობს, რაც უფრო ძლიერადაც აგებს რუსეთი ბრძოლის ველზე, მით მეტ თავდასხმას ახორციელებს რუსეთი დეზინფორმაციით, პროპაგანდით, საწამლავით, რომელსაც ადამიანის თავებში ძალით უშვებენ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ფხიზლად უნდა ვიყოთ, თავი უნდა დავიცვათ. მაგრამ მინდა ასევე პოზიტიური ვიყო და იმ ტრაგედიას, რაც უკრაინაში ხდება, შევხედო, როგორც შესაძლებლობას. ევროკავშირი უფრო ძლიერია და მე ვამაყობ ევროკავშირით. ვამაყობ იმით, რომ პირველივე დღიდან მტკიცედ ვდგავართ სწორ მხარეს თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, 141 ქვეყანასთან ერთად, საქართველოს ჩათვლით, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს არა მხოლოდ დიპლომატიური გზით, განცხადებებით, არა მხოლოდ პოლიტიკურად, სხვადასხვა რეზოლუციით, არა მხოლოდ ფინანსურად, არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით, არამედ გაეწია სამხედრო მხარდაჭერაც.

„უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ჩვენს ინტერესებშია უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა