თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

იენს სტოლტენბერგი - ჩინეთს არ აქვს დიდი ნდობა, რადგან მათ ვერ შეძლეს უკრაინაში უკანონო ინტერვენციის დაგმობა

ნახვები: 524 იენს სტოლტენბერგი - ჩინეთს არ აქვს დიდი ნდობა, რადგან მათ ვერ შეძლეს უკრაინაში უკანონო ინტერვენციის დაგმობა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმაურება უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად ჩინეთის მიერ წარმოდგენილ გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩინეთს, როგორც მედიატორს, დიდი ნდობა არ აქვს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ტალინში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმყოფება.

„ჩინეთს არ აქვს დიდი ნდობა, რადგან მათ ვერ შეძლეს უკრაინაში უკანონო ინტერვენციის დაგმობა. მათ ასევე ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე ხელი მოაწერეს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეთანხმებას რუსეთთან უსაზღვრო პარტნიორობის შესახებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჩინეთმა არა სამშვიდობო გეგმა, არამედ გარკვეული პრინციპები წარმოადგინა.

„ეს არის არა სამშვიდობი გეგმა, არამედ პრინციპებია, რომლებიც მათ გააზიარეს. თქვენ ისინი უნდა განიხილოთ კონკრეტულ ფონზე და ეს ფონი არის ის, რომ ჩინეთმა დაიკავა მხარე. მაგალითად, როდესაც ხელი მოაწერა უსაზღვრო მეგობრობას უკრაინაში რუსეთის ინტერევენციის დაწყებამდე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა