კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო - უკრაინა უკვე გამარჯვებულია და იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას

ნახვები: 408 მიხეილ სააკაშვილი - საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო - უკრაინა უკვე გამარჯვებულია და იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას

უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას - ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ წაიკითხა.

 

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღეს წყდება საკითხი, საქართველო აზიაა თუ ევროპა.

 

"საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო - უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას. მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს უკრაინის გამარჯვების შემდეგ. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას.

 

ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება, მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ ვერავინ აღუდგება", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ხარჩილავამ გააჟღერა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა