თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პაატა ბურჭულაძე - მთავრობა არის სასწრაფოდ შესაცვლელი

ნახვები: 471 პაატა ბურჭულაძე - მთავრობა არის სასწრაფოდ შესაცვლელი

მთავრობა არის სასწრაფოდ შესაცვლელი, სასწრაფოდ!- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან განუცხადა, სადაც უკრაინისადმი მხარდამჭერი აქცია მომდინარეობს.

მისი თქმით, საქართველოს მავნებელი მთავრობა ჰყავს.

“ჩვენი დღევანდელი აქცია ნათლად გვაჩვენებს, სად არის ქართველი ხალხი და სად არის საქართველოს მთავრობა. ეს მავნებლური მთავრობა. ამას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ისინი არიან მავნებლები. 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ავნეს ჩვენ ქვეყანას. ამიტომაც, დღეს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ქართველებმა მკაფიოდ დავინახეთ, რომ 30 წელი რაც კი, გვიკეთებია, სისხლი დაგვიღვრია თუნდაც ამ ადგილზე, სადაც ახლა ვდგავართ, ცხრა აპრილიც გავიხსენოთ - შეიძლება ამან ფუჭად ჩაიაროს ამ მთავრობის ხელში. მთავრობა არის სასწრაფოდ შესაცვლელი, სასწრაფოდ! იქ, უკრაინელები, ჩვენი გმირები სისხლს ღვრიან ჩვენთვის. აქ[მთავრობის წარმომადგენლები] ჩვენ გვასწავლიან და გვეუბნებიან ერთ რამეს, რომ უკრაინა აგებს ომს და რაღაც სოფლებს იღებს რუსეთის ჯარი. ეს სამარცხვინოა. ჩვენ ვხვდებით, რატომაც ხდება ეს და კარგია, რომ მსოფლიოს ვანახებთ ერთ რამეს, რომ ქართველი ხალხი და ქართველი მთავრობა არის აბსოლუტურად სხვადასხვა რამე. პირდაპირ ვთქვათ, ეს მთავრობა ჩვენ არ აგვირჩევია, არც პრეზიდენტია ჩვენი არჩეული,პრეზიდენტი არიას დანიშნული. ესენი არიან დანიშნულები. სანამ საქართველოს არ ეყოლება ისეთი მთავრობა, ვისაც ხალხი აირჩევს მანამდე ჩვენ ვიქნებით ასეთ დღეში”. განაცხადა ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა