კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე და არიან შვილები, რომლებიც გვიყვარს, ვწუხვართ, როდესაც მათ ფრონტზე ვკარგავთ, რუსები კი არ ითვლიან სიკვდილს, ეს მათი არჩევანია

ნახვები: 579 ვოლოდიმირ ზელენსკი - გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე და არიან შვილები, რომლებიც გვიყვარს, ვწუხვართ, როდესაც მათ ფრონტზე ვკარგავთ, რუსები კი არ ითვლიან სიკვდილს, ეს მათი არჩევანია

გამარჯვება იქნება, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე და არიან შვილები, რომლებიც გვიყვარს. ძალიან ვწუხვართ, როდესაც მათ ფრონტზე ვკარგავთ, რუსები კი არ ითვლიან სიკვდილს. ეს მათი არჩევანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებისკენ სწრაფვაში პარტნიორების თანადგომა მნიშვნელოვანია.

„ნამდვილად მინდა, გამარჯვებას ამ წელს მივაღწიოთ. ვფიქრობ, თუ ყველა ჩვენგანი – პარტნიორებიც და ჩვენც ქვეყნის შიგნით – ერთ მუშტად შეკრული დავრჩებით და პარტნიორები იქნებიან ერთიანნი ჩვენი გამარჯვებისკენ სწრაფვაში, რადგან ეს არის ღირებულების გამარჯვება, თუ ისინი შეასრულებენ თავიანთ ყველა სიტყვას, გაუძლებენ ვადებს, მე ამის მჯერა, ჩვენ ყველა ჩვენს საშინაო ამოცანას თუ შევასრულებთ, ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან მინდა, ეს წელს მოხდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს, გვაქვს მოტივაცია, თავდაჯერებულობა, გვყავს მეგობრები, დიპლომატია.

ჩვენ თქვენ გვყავხართ, ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ძალა დამპყრობლის ამ შემოტევის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა დამოუკიდებლად ასეთ ომს. შესაძლოა, აშშ შეძლებდა, თუმცა, საბედნიეროდ, მათ არ აქვთ საზღვარი რუსეთთან. უკრაინა კი ამ ომის წინაშე მარტო არ დგას, ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან, ეს ომი და აგრესია არ გავრცელდეს. ჩვენ მკაფიოდ ვაცნობიერებთ, რა სურს პუტინს და კრემლს, ვაცნობიერებთ, რა სურს რუსეთის სამხედრო მეთაურობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა ფოკუსირებული იყოს თავის წინაშე არსებულ ამოცანაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა