Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი თაობის ვალია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ იმოქმედონ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს და ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი

ნახვები: 533 შალვა პაპუაშვილი - ჩვენი თაობის ვალია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ იმოქმედონ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს და ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი

102 წლის წინ მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისა დასაცავად, სამწუხაროდ, ეს ბრძოლები საქართველოს ოკუპაციით დამთავრდა, გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღესაც, ეს ოკუპაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტაბახმელაში განაცხადა და 1921 წლის 25 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

პაპუაშვილის თქმით, ჩვენი თაობის ვალია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ იმოქმედონ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს და ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი.

„102 წლის წინ ამ ადგილას, ისევე როგორც საქართველოს სხვა ადგილებში, მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად. სამწუხაროდ, მაშინ ეს ბრძოლები დამთავრდა საქართველოს ოკუპაციით. სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი დახუჭა საბჭოთა რუსეთის მიერ სხვა ერების დაპყრობის მცდელობებზე და დაპყრობის შედეგებზე.

გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღესაც, ეს ოკუპაცია მიმდინარეობს იქამდე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის საქართველოს იურისდიქციის, შესუსტებული კონტროლის ქვეშ და ამ ტერიტორიებზე განთავსებულია სხვა ქვეყნის საოკუპაციო ძალები. ამიტომ, ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე პერიოდში, როდესაც მსოფლიო,  უსაფრთხოების მხრივ, არის თავად გაურკვევლობაში. ის გამოწვევები, რომლის წინაშეც რუსეთის აგრესიულმა ომმა დააყენა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება, ამ გამოწვევებს ისე უნდა გაეცეს პასუხი, რომ ძირითადი პრინციპები, რაც არსებობს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა, იყოს გარანტირებული.

ერთი წელი გავიდა, რუსეთის მიერ აგრესიის დაწყების დღიდან და ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ თუკი შევაჯამებთ ჩვენი ხელისუფლების, საზოგადოების ერთიან ქმედებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უზრუნველყვეს, მაქსიმალურად არ გაგვეზარდა ის რისკები, რომელიც ისედაც არსებობს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მხრივ და უზრუნველყვეს, რომ საქართველო ამ მძიმე გეოპოლიტიკური ბრძოლების პერიოდში გამოვიდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა, ერთიანობა, დამოუკიდებლობა და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.

ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა