მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, რომ ეჭვის დონეზეც კი ვერ დადასტურდა სანქციების გვერდის ავლა

ნახვები: 438 შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, რომ ეჭვის დონეზეც კი ვერ დადასტურდა სანქციების გვერდის ავლა

საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, ის ტერიტორიაა, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცების შეფასებისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და ცალკეული ჯგუფების ინტერესის მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში, სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

,,ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, რომელი კომპანიები არიან სანქცირებული. მათი სათავო ოფისები მდებარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმ დეზინფორმაციის ტალღისა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეჭვის დონეზეც კი ვერ დაადასტურეს ვერაფერი. საქართველო როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და მთავრობა ამტკიცებს, იმდენად ძლიერია, რომ ერთი ფაქტიც კი არ არის, თუნდაც, ეჭვის დონეზე დადასტურებული სანქციების გვერდის ავლის მხრივ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა