ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს

ნახვები: 504 აშშ უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, USAID-სა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამ თანხის უდიდესი ნაწილი – 9.9 მილიარდი აშშ დოლარი, გრანტის სახით, მსოფლიო ბანკის „სახელმწიფო ხარჯები ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამტკიცებისთვის“ (PEACE) მექანიზმის მეშვეობით გამოიყოფა.

აშშ დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის ენერგოსისტემის დასახმარებლად. ამ თანხით უზრუნველყოფენ სკოლების მუშაობას, საავადმყოფოებისთვის გენერატორების შეძენასა და თავშესაფრებში გათბობის მოწესრიგებას.

გასულ წელს აშშ-მ უკრაინას ამავე მიზნით 270 მილიონი დოლარი გამოუყო.

24 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას ორი მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაუმტკიცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა