კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრეზიდენტი - ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი და ძალა თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას

ნახვები: 581 პრეზიდენტი - ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი და ძალა თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას

ორბელიანების სასახლეში დღეს ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა მიზნად ისახავს 25 თებერვლის ტრაგიკულ დღეს წარმოაჩინოს მტრის დამარცხება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, არამედ ზოგადად, ქართული კულტურისა და შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს.

„ეს ძალიან მძიმე დღეა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინც და მაინც ომით, მაინც და მაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის - თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს.

ამიტომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარები ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დაამარცხებს.

ამ საქართველოს გაუმარჯოს, დღეს, 25 თებერვალს!"- განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოფენაში მონაწილეობენ: ბორენა ნაჭყებია, ნინა ახობაძე, ნინო გიდერიძე (გოდ ერა), გელა პატიაშვილი, დავით კუხალაშვილი, უტა ბექაია, გურამ შავდია, მაშო ოდიშელიძე, იოანა წულაია, თეო მასპი, ვატო ბაქრაძე, დათო აფაქიძე.

გამოფენის ორგანიზების მხარდაჭერა განახორციელა ,,ვინდოუ ფროჯექთმა“.

გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე მეილზე: info@president.gov.ge.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა