თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თორნიკე შენგელია - მეამაყება, რომ ჩემი ხალხის გახარების საშუალება მომეცა

ნახვები: 597 თორნიკე შენგელია - მეამაყება, რომ ჩემი ხალხის გახარების საშუალება მომეცა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ისლანდიასთან მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიას კომენტარი ასეთი გახლდათ:

„ეს იყო ყველაზე ემოციური მატჩი, რაც საქართველოს ნაკრებში მითამაშია. საოცრად გახარებული ვარ ჩემს გუნდელებთან, მწვრთნელებთან და ყველა ქართველთან ერთად. მეამაყება, რომ საშუალება მომეცა, ჩემი ხალხი გამეხარებინა.

ურთულესი თამაში იყო. ისლანდიამ თავიდან ბოლომდე იბრძოლა. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა დიდებული სამუშაო შეასრულა და მიაღწია მიზანს მატჩში, რომლის ყოველი დეტალი, ყოველი მოხსნა, ყოველი ფოლი, ყოველი შეცდომა უმნიშვნელოვანესი იყო. ეს იყო იშვიათი მატჩი, რომლის მთელ 40 წუთში ყოველი წამი ფასეული იყო“.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოს ერთდროულად სამ ქვეყანაში დაიწყება – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში.

 

1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა