ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ნახვები: 486 უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯერ ჩერნიგოვის ოლქი "გაწითლდა", შემდეგ კი მას კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქები მოჰყვა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქის თავზე მტრის საჰაერო სამიზნეებია აღმოჩენილი. ასევე, ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ოლქში მოწინააღმდეგის კუთვნილი ე.წ. „კამიკაძე-დრინები“ დააფიქსირეს.

"ოლქში „შაჰიდებია“, ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოებას. საჰაერო თავდაცვა წარმატებით მუშაობს", - წერს ვიაჩესლავ ჩაუსი.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო სივრცეში უცნობი ობიექტების გადაადგილებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შესახებ. ეს ინფორმაცია შემდგომში პრეზიდენტის ოფისშიც დაადასტურეს.

„საჰაერო თავდაცვას უკვე აქვს მუშაობის დადებითი შედეგები“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა