თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გია ვოლსკი - დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ

ნახვები: 356 გია ვოლსკი - დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ

კარგი იქნებოდა, დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას - მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და დამსახურებულ სასჯელს იხდის, ხოლო ევროკავშირის დემარში უსამართლობის ელემენტებს მოიცავს.

"როგორი ფორმით წარმოუდგენია - ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა, რა ფორმით შეიძლება მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როცა სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, კიდევ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, ვინაიდან, პოზიცია, რომელიც გააჩნია სასამართლოს, ვფიქრობთ, რომ არის ობიექტური, სამართლიანი, სწორი.

კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას, მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. ეს არის რეალობა და ამ რეალობას, ალბათ, სერიოზული განხილვა უნდა დაუპირისპიროს იგივე ევროკავშირმა, მისმა წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა და ვითარება რეალურად შეაფასონ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის საკითხი არ შეიძლება ევროინტეგრაციის გზაზე "ხელისშემშლელი ფაქტორი" იყოს, რადგან უსამართლობაა. ვოლსკის მტკიცებით, პროცესს საფრთხე "ქართული ოცნებისგან" არ ემუქრება.

"ევროინტეგრაციის გზაზე არ შეიძლება ამას რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი ერქვას, რადგან უსამართლობაა, რომელსაც თავის ავტორები ჰყავს, შანტაჟის ავტორები და პოლიტიკური გუნდი, რომელიც უპირისპირდება ყველაფერს, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის პროცესი. ეს არ არის "ქართული ოცნება", ჩვენგან არ მოდის საფრთხე ამასთან დაკავშირებით. სააკაშვილი არის დამნაშავე და იხდის დამსახურებულ სასჯელს. ის არის თვითდაზიანების რეჟიმში, ჩვენ ჯანდაცვის სისტემას აქვს სრული რესურსი, რომ მისი მდგომარეობა წესრიგში მოიყვანოს, თუკი ამას ის მოინდომებს. არსებობენ სხვა პატიმრებიც, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ.

ევროკავშირის დემარში, მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული უმართლობის ელემენტებს მოიცავს, რაზეც საუბარი უნდა გაგრძელდეს", - დასძინა ვოლსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო ეთანხმება“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა