ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

ნახვები: 400 „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლევან იოსელიანი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური რესურსი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელიდან არ გავუშვათ სახელმწიფოებრივი შანსი, რომელიც გადაუჭარბებლად არის ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი, ასევე ჩვენი შვილების მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირმა კონკრეტული დავალება – 12 რეკომენდაცია მოგვცა, რომელიც ერთობლივად უნდა შესრულდეს, ერთმანეთი როგორც არ უნდა გვძულდეს და მმართველი პარტია როგორც არ უნდა აყირავებდეს იმ ნავს, რომელმაც ევროკავშირისკენ უნდა მიგვიყვანოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარ თავთან და ქვეყანასთან, მომავალთან ვიყოთ პირნათელი. ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სახალხო დამცველის კანდიდატურა. ვერცერთი პარტია კანდიდატის დამოუკიდებლად გაყვანას ვერ შეძლებს. პირველი მცდელობა ჩავარდა, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. ლევან იოსელიანის გარშემო შესაძლებელია კონსენსუსი, მას აქვს იმის ცოდნა და შესაძლებლობა, რომ 90 ხმა და უფრო მეტი მიიღოს. კონსულტაცია გვქონდა მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან. ლევან იოსელიანი იყო ადვოკატი და დაკავებული იყო ადამიანის უფლებების დაცვით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა