ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ჩახერგა შესასვლელი, არ უნდათ დისკომფორტი, რაც კანონპროექტის განხილვას შეიძლება მოჰყვეს

ნახვები: 432 ლევან ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ჩახერგა შესასვლელი, არ უნდათ დისკომფორტი, რაც კანონპროექტის განხილვას შეიძლება მოჰყვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს არ აძლევს საშუალებას, დაესწროს პარლამენტის კომიტეტების სხდომას, სადაც „უცხოური აგენტის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ.

ბეჟაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც არ იქნება დავა.

„ხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა შესასვლელი, არავის აძლევენ საშუალებას, რომ კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჟურნალისტებისა და მედის წარმომადგენლების დასწრებაზე. ნახეთ, როგორი პიკეტები მოაწყეს და პრაქტიკულად, შეუძლებელია შესვლა. არ უნდათ, შეიქმნან ის დისკომფორტი, რაც ამ განხილვას შეიძლება მოჰყვეს, რა სიმართლეც უნდა გაჟღერდეს ყველა დაინტერესებული მხარის მიერ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობენ, შეიქმნან ისეთი გარემო, სადაც არ იქნება დავა და კამათი, მაგრამ მერწმუნეთ, კომიტეტის სხდომა ასე ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ ჩატარდება, რადგან თანამედროვე საქართველოში, ოცდამეერთე სუკუნეში, სადაც საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი ევროპული მომავლის მომხრეა, შეუძლებელია, დავუშვათ ამ კანონის მიღება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა