ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სალომე სამადაშვილი - ოპოზიციის წევრები მორიგეობით შეეცდებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კომიტეტის სხდომა არ ჩაატარებინონ

ნახვები: 455 სალომე სამადაშვილი - ოპოზიციის წევრები მორიგეობით შეეცდებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კომიტეტის სხდომა არ ჩაატარებინონ

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წევრები მორიგეობით შეეცდებიან, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კომიტეტის სხდომა არ ჩაატარებინონ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ხმაურის შეწყვეტას არ აპირებენ.

„ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩების დემარში, რომლებიც მივიდნენ პაპუაშვილთან და უთხრეს, რომ ამ კანონის მიღება პირდაპირი წინააღმდეგობა იქნებოდა ჩვენი ევროპული მომავლის. აქ, ხმაურია, ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ხმაურს, სანამ შევძლებთ. „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ აქ იჯდეს, ვიდრე არ დაიღლება ყველა და არ წავა და მერე, ჩუმად გადააფორმონ ეს ქვეყანა რუსეთზე. „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხედან წყნარად და ელოდებიან იმას, რომ ჩვენ დავიღალოთ, წავიდეთ, მაგრამ აქ, ბევრნი ვართ. მე ძალიან ხმამაღლა არ ვყვირი იმიტომ, რომ ვიცდი, სანამ სხვები დაიღლებიან. ჩვენ მორიგეობით შევეცდებით ყველანაირად, რომ არ ჩავატარებინოთ ეს სხდომა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ფორმულასთან“.

ამასთან, კომიტეტის სხდომათა დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების სკანდირებენ „არა, რუსულ კანონს“. პარალელურად, ხმაურია პარლამენტის ფოიეში, სადაც იმყოფებიან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და ონლაინ-მედიის წარმომადგენლები, რომელთაც მიღების შემთხვევაში აღნიშნული კანონი შეეხებათ.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ მმართველი გუნდის მხარდამჭერი ექსპერტები, რომლებიც დღეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები არიან.

„ქართული ოცნების“ თითოეული დეპუტატის სხდომათა დარბაზში შესვლა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა შეძახილებითა და სასტვენის ხმებით გააპროტესტეს. ისინი მიიჩნევენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია, რომლის მიღებაც საქართველოს ევროპულ მომავალს ძირს უთხრის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა