თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტოკჰოლმში, შვედეთის პარლამენტის წევრებს შეხვდა

ნახვები: 398 საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტოკჰოლმში, შვედეთის პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სტოკჰოლმში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პარლამენტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და ევროინტეგრაციის მიღწეულ პროგრესს, რაც ევროკომისიის ანგარიშითაც შეფასდა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, შავი ზღვის გავლით დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის განმტკიცებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა