მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს - „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი მეთექვსმეტედ მოიგეს

ნახვები: 516 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს - „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი მეთექვსმეტედ მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა, 31:7 დაამარცხა და 19 მარტს პორტუგალიის წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს.

 

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის გარდა, „ბორჯღალოსნებმა“ მეთექვსმეტედ მოიპოვეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება. რუმინელებს ეს თასი 6-ჯერ აქვთ მოგებული.

პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო გაიტანეს (მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა), რომელიც თედო აბჟანდაძემ ორჯერვე ზუსტად გარდასახა, მანვე თამაშის დასაწყისში ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 მოიგეს.

„ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტაიმიც აქტიურად ჩაატარეს, ტაიმის დასაწყისში ტექნიკური ლელოთი კიდევ უფრო დაწინაურდნენ – 24:0, რასაც რუმინელებმა ერთი ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 31:7 მოუგო და ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასი მე-16 მოიპოვა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 4 მარტს გამოვლინდა – პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში ესპანეთი 27:10 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამრიგად, 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 20:15 საათზე „ბრინჯაოს ფინალში“ ერთმანეთს ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებები შეხვდებიან.

 

#1TVSPORT

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა