თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს

ნახვები: 405 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს

ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესტონეთიდან პრესტურს მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ესტონური TV 3-ის რვაკაციანი გადამღები ჯგუფი ორი კვირის განმავლობაში თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში იმყოფებოდა. ესტონური მედიის წარმომადგენლებმა სიღნაღი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, უშგული და სხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერეს და გადაიღეს.

„ჩვენ ვმასპინძლობთ ესტონეთის წამყვანი ტელეკომპანიის TV-3-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლს ამზადებს „იმოგზაურე საქართველოში". გადაცემაში ნაჩვენები იქნება, როგორც კულტურული, ასევე სათავგადასავლო, ეკო და ღვინის ტურისტული მიმართულებები. ტელევიზიის წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა ტურისტულ რეგიონს მოინახულებენ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ესტონეთში კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მოგზაურთა ნაკადის ზრდას", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში სატელევიზო შოუს გადასაღებად ჩამოვედი, რომელიც საქართველოს ბუნებისა და ქართველების შესახებ მომზადდება. საქართველოში გამორჩეული ხალხია, უნიკალური სტუმარმასპინძლობითა და სითბოთი. გამოსარჩევია ქართული სამზარეულო გემრიელი კერძებით. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც შეიძლება დასვენება. საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინე, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში. ჩვენ ესტონეთში ძალიან გვიყვარს საქართველო და მოხარულები ვართ ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ ეს ლამაზი ქვეყანა", - ამბობს გადაცემის წამყვანი ქეზი უბომაგი.

პრესტური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.

პრესტურის ფარგლებში ესტონური ტელეკომპანია სპეციალურ გადაცემათა ციკლს სახელად „მოგზაურობა საქართველოში" ამზადებს, გადაცემა 10 ეპიზოდისგან შედგება და ესტონელი ტელემაყურებელი სექტემბერში იხილავს. 42-წუთიანი გადაცემები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა