ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სხდომა, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ოპოზიციონერ დეპუტატებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს - მანდატურმა დეპუტატს ფეხი დაარტყა

ნახვები: 396 სხდომა, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ოპოზიციონერ დეპუტატებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს - მანდატურმა დეპუტატს ფეხი დაარტყა

პარლამენტში, სადაც რუსული კანონის მორიგი საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა. სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ მანდატურები შევიდნენ.

მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის გიორგი ვაშაძეს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილსა და წევრ ანი წითლიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

გიორგი ბოტკოველის თქმით, მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

"ამათ ჰგონიათ, რომ დღეს ჩვენ იქ ვართ 10-15 ოპოზიციონერი დეპუტატი და შეძლებენ, ასე ქვეყნის გარუსებას, არა! აქ იქნება ბევრი ადამიანი! დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გაიტანონ ეს კანონი და გაარუსონ ქვეყანა. ის რომ ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რამეს კი არ ნიშნავს, მე ფეხს ჩამარტყავენ თუ წიხლს ჩამარტყავენ, არა, ამით ურტყავენ წიხლს საკუთარი შვილების მომავალს, მეტი არაფერი. ანრი ოხანაშვილის დავალებით, პუტინის მონის დავალებით, შემოცვიდნენ ერთად, როგორც მანდატურები, ისე გაურვეველი ხალხი, ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ოცნების დეპუტატები ფიზიკურად იწევდნენ ჩვენზე", - ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა