კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„უოლ სთრით ჯორნალი“ - ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას, ზემოქმედება მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე მათი ხშირი მოწოდებების გამო, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს

ნახვები: 581 „უოლ სთრით ჯორნალი“ - ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას, ზემოქმედება მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე მათი ხშირი მოწოდებების გამო, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტის დროს ზემოქმედება მოახდინა ბალტიისპირეთის ლიდერებზე მათი ხშირი მოწოდებების გამო, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ბაიდენის მოქმედებამ ოფიციალური პირები დააეჭვა იმის თაობაზე, მიაჩნია თუ არა ვაშინგტონს რუსეთის დამარცხება რეალურ მიზნად.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი, შესაძლოა, დიპლომატიაზე გადავიდეს მას შემდეგ, რაც უკრაინა ამ გაზაფხულზე და ზაფხულში კონტრშეტევის შედეგად წარმატებას მიაღწევს.

ამერიკული გამოცემის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს შორის არის სიფრთხილე, რომ დასავლეთის მთავარი დედაქალაქების კოორდინირებული ქმედებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებისკენ წაიყვანს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა