კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ და სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ ბახმუტის დაცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს

ნახვები: 565 უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ და სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ ბახმუტის დაცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს

უკრაინის ხელისუფლებამ და სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ ბახმუტის დაცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, გაიმართა სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი. აღნიშნულ სხდომაზე გადაწყდა, რომ უკრაინა გააგრძელებს ბახმუტის დაცვას და გააძლიერებს პოზიციებს ამ ქალაქში. ამ გადაწყვეტილებას თავად ვალერი ზალუჟნიმაც დაუჭირა მხარი.

მანამდე გერმანულმა ტაბლოიდმა, „ბილდმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ბახმუტის დაცვის გაგრძელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მეთაურს, ზალუჟნის შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.

მედიის ცნობით, ზალუჟნი მზად იყო, ქალაქიდან სამხედროები გაეყვანა, ხოლო ზელენსკი მას ბახმუტის დაცვისკენ მოუწოდებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა