კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

ნახვები: 525 საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, იყო რამდენიმე დეპუტატის მხრიდან შენიშვნა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ უნდა იყოს შემდგომში სახალხო დამცველი, ასევე საუბარი იყო იოსელიანის მიერ წარსულში გაკეთებულ რამდენიმე განცხადებაზე, რაც "შეიძლება არ იყო რელევანტური", თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ.

 

„ჩვენ ვიმსჯელეთ რამდენიმე საკითხზე, პირველი საკითხი იყო სახალხო დამცველის კანდიდატურა. ერთადერთ კანდიდატურაა - ლევან იოსელიანის, რომელზეც ვიმსჯელეთ. იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხი მალევე გადავწყვიტეთ.

 

აქვე გაგიმხელთ, რომ იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში იყო მხოლოდ 2 არგუმენტი წარმოდგენილი. რამდენიმე დეპუტატის მხრიდან შენიშვნა გამოითქვა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და შესაბამისად, შემდგომში სახალხო დამცველი. აგრეთვე გაიხსენეს რამდენიმე განცხადება მის მიერ წარსულში გაკეთებული, რომელიც, მეც ვადასტურებ, შეიძლება არ იყო რელევანტური, მაგრამ მას თავისი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ჰქონდა, მაგრამ ყველანი ერთად ვფიქრობთ, საბოლო ამაზე შევთანხმდით, რომ მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ და საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას ხვალ მხარს დაუჭერს, სრული შემადგენლობით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

როგორც ცნობილია, იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" შესთავაზა. სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა