ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ილიაუნის რექტორი რუსულ კანონზე: რეპუტაციულად შეეხება დონორებს, მისი მიღება დაგვაზარალებს

ნახვები: 458 ილიაუნის რექტორი რუსულ კანონზე: რეპუტაციულად შეეხება დონორებს, მისი მიღება დაგვაზარალებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის თქმით, რუსული კანონის მიღება, ერთი მხრივ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას და მეორე მხრივ, რეპუტაციულად შეეხება უცხოელ დონორებს.

დობორჯგინიძის შეფასებით, ამ კანონის მიღება ძალიან დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.

ილიაუნის რექტორმა პოსტში ასევე ჩამოთვალა იმ საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილი, რომლებიც პარტნიორების მხრიდანაა დაფინანსებული.

"დღეს გერმანიის ელჩმაც გააკეთა განცხადება და უკვე მერამდენემ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან გვითხრა, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონი ხელს შეუშლის ჩვენს ინტეგრირებას ევროკავშირთან.

საერთაშორისო პარტნიორების ეს შეფასება უკვე ნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ძალიან დაგვაზარალებს: ერთი მხრივ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მეორე მხრივ, რეპუტაციულად შეეხება ჩვენს უცხოელ დონორებს, რაც აისახება კიდეც მათ მიერ სხვადასხვა მიმართულების პროექტების დაფინანსების შეზღუდვაზე. ერთიც და მეორეც მძიმე შედეგებს მოიტანს ადამიანის უფლებების, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მცირე მეწარმეობისა და სხვა სფეროებზე.

ჩვენი პარტნიორების მხრიდან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების შეზღუდვა მხოლოდ ერთი ინსტიტუციის, ილიაუნის მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ, ნიშნავს, არ გქონდეს:

• საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამები გიოტინგენის, მიუნსტერის, ჰალეს, მონპელიესა და გენტის უნივერსიტეტებთან;

• საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები გლაზგოსა და ტარტუს უნივერსიტეტებთან; სპეცალური საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და ამ მიმართულებით კვლევების შესაძებლობა; ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები;

• ინსტიტუციური განვითარების, სტუდენტთა, მკვლევართა, პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის 2000-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა სხვადასხვა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტთან;

• გაცვლითი პროგრამები და ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი პროგრამები ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან;

• სტემისა და ტექგანათლებლის სპეციალური პროგრამები სკოლებისთვის, საზაფხულო ბანაკები, მასწავლებელთა საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო ქსელი; • საქართველოში სეისმური მონიტორინგის სადგურების ქსელი (ყველა სადგური უცხოური დაფინანსებით აშენდა), მთელი ქვეყნის და საერთაშრისო მასშტაბით მუდმივი შეტყობინების სისტემა;

• უფლისციხის კლდეებში ძეგლის კონსერვაციისა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული შეტყობინების სისტემა;

• ასეთივე სისტემა და ზოგადად, კლდის ძეგლების მონიტორინგი საბერეებსა და ვარძიაში;

• უამრავი კვლევითი თუ სარესტავრაციო საგრანტო პროექტი ჩვენი კულტურული თუ ენობრივი მემკვიდრეობის გადასარჩენად;

• მთარგმნელობითი პროექტები კვლევითი ნაშრომებისა და დარგობრივი სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე სათარგმნად - თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების დიდი უმეტესობა ამგვარად იქმნება;

ეს სია ძალიან გრძელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სფეროს განვითარებისთვის"- წერს დობორჯგინიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა