თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვაძლევ გარანტიას თითოეულ ბენეფიციარს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული წუხილები, მათ დაფინანსების შეწყვეტა არ ემუქრებათ - მამუკა მდინარაძე

ნახვები: 469 ვაძლევ გარანტიას თითოეულ ბენეფიციარს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული წუხილები, მათ დაფინანსების შეწყვეტა არ ემუქრებათ - მამუკა მდინარაძე

მე ვაძლევ გარანტიას თითოეულ ბენეფიციარს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული რეალური და გულწრფელი წუხილები, რადგან მათ ატყუებენ, არავითარი დაფინანსების შეწყვეტა არ ემუქრებათ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ბოლო დღეებში ვნახეთ, როგორ იკადრეს ამ პიარის ავტორებმა და ავანგარდში მდგომმა პირებმა და ჩავიდნენ თითოეულ შშმ პირამდე და ბენეფიციარამდე.

"ეს არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ბენეფიციარები არიან. ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ, როგორ იკადრეს ამ პიარის ავტორებმა და ავანგარდში მდგომმა პირებმა, ჩავიდნენ თითოეულ შშმ პირამდე, ბენეფიციარამდე და მომხმარებლამდე იმ მართლაც სიკეთისა, რომელიც ჩვენი პარტნიორებიდან მოდის. რატომ მაინცდამაინც დასავლეთისკენ იშვერენ ხელს მათ მოიკითხონ, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა მხრიდან არსებობს საფრთხეები, გაცილებით ათჯერ, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, გარკვეული ექსტრემისტული მოძრაობები ყველა მხრიდან ფინანსდება და ამის გამჭვირვალობაზეა საუბარი. როდესაც ასევე ამატებენ არგუმენტს, რომ ვიღაცას შეუწყდება დაფინანსება, ეს ყველაფერი ტყუილია.

მე ვაძლევ გარანტიას თითოეულ ბენეფიციარს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული რეალური და გულწრფელი წუხილები, იმიტომ, რომ ატყუებენ მას, მათ არავითარი დაფინანსების შეწყვეტა არ ემუქრებათ. პირიქით, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყანას მართლაც პატიოსნად, ათწლეულების განმავლობაში ეხმარება, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მომხმარებელი და მისი თუნდაც ასეც რომ ვთქვათ, კეთილშობილური გავლენების და მიზნების გამავრცელებელი ქვეყანაში, არ შეწყვეტს არავის დაფინანსებას არც ბენეფიციარის და არავის დონეზე, რადგან მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი და ის, რომ უბრალოდ უნდა დადეკლარირდეს ეს ყველაფერი, ამ კეთილშობილურ მიზნებს ხელს ვერ შეუშლის.

ერთადერთი "საფრთხეა" და არა ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მათთვის, ვინც დიდი ფულისთვის იბრძვვის, მილიონობით დოლარზეა საუბარი ის, რომ შეიძლება აღარ დაუფინანსონ მაგალითად ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია, იმიტომ, რომ ამის უკან დგომა შეიძლება ხვალ არავის მოუნდეს. ეს არის და ეს მთელი ფილოსოფია ამ ნეგატიური, სპეკულაციური პიარ-კამპანიის, რომელშიც ჩათრეული ყავთ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა