ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რომან გოცირიძე - ახლა უყურებს ის კაცი სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“, ყაველაშვილს ორჯერ მეტი პრემია გინებისთვის - გამომუშავებაზე ხართ

ნახვები: 473 რომან გოცირიძე - ახლა უყურებს ის კაცი სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“, ყაველაშვილს ორჯერ მეტი პრემია გინებისთვის - გამომუშავებაზე ხართ

საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლები ხართ თქვენ - ახლა უყურებს ის კაცი სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“. ყაველაშვილს ორჯერ მეტი, იმიტომ რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს. გამომუშავებაზე ხართ. აი, ეს არის სიმართლე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს მიმართა, რომ სრულ იზოლაციაში არიან და ამას ძალიან კარგად გრძნობენ.

„თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ საქართველოში ერთი წესიერი ადამიანი, რომელიც ამ კანონს უჭერს მხარს? მთელი მსოფლიო, რომ თქვენს საწინააღმდეგოდ დაირაზმა და ყველამ ზურგი გაქციათ ეს ყველამ კარგად იცით, მაგრამ მომხრე ვინ გყავთ? „იმედზე“ რომ 5-6 ნაყარნუყარა ექსპერტი გამოდის და 3 აქედან „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტი რომ იყო? ხართ სრულ იზოლაციაში. ძალიან კარგად გრძნობთ ამას, ამიტომ იმძლავრა ემოციებმა, არ მოგწონთ მოღალატე რომ გიწოდეს. ანდა, რა წესი იყო ერთ ადამიანს ჯოგურად, ტურებივით რომ მიესია 30 კაცი?! ბრბოს ინსტინქტია. ახლა შეიძლება გრცხვენიათ და გაყურსულები სხედხართ, მაგრამ რას დაესიეთ თავს ადამიანს, რომელმაც სწორი შეფასება მოგცათ? არ მოგწონთ მოღალატის სახელი? მონა მოგწონთ?

ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონი სხვანაირად მუშაობს, ვიდრე საქართველოში ამერიკული კანონი რომც იყოს. არ არის ეს ამერიკული კანონი, მაგრამ რომც იყოს, ვინაიდან, საქართველოში კანონი არ მუშაობს. საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლები ხართ თქვენ. ახლა უყურებს ის კაცი, სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“. ყაველაშვილს ორჯერ მეტი, იმიტომ რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს. გამომუშავებაზე ხართ. აი, ეს არის სიმართლე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა