ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბევრი არასამთავრობოა, რომელიც სახელმწიფოებრიობას ებრძვის - პრემიერს "ხალხი ძალის" კანონი მოსწონს

ნახვები: 479 ბევრი არასამთავრობოა, რომელიც სახელმწიფოებრიობას ებრძვის - პრემიერს "ხალხი ძალის" კანონი მოსწონს

პრემიერი, ფაქტობრივად აღიარებს, რომ ივანიშილის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროეტი მესამე სექტორის წინააღმედგ არის მიმართული. ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ბევრი არასამტავრობო ორგანიზაცია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ებრძვის.

ამასთან, ღარიბაშვილი ისევ თავს იწონებს და ამბობს, რომ ევროპული პერსპექტივა "ქართული ოცნების" დამსახურებაა. 

ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონის სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ჩვენ ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო 10 წელში მგონი, ყელამ კარგად იცის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე პერსპექტივა ერვოპული, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ახლა ჩვენ ველოედბით სტატუსს. ჩენი ხელისუფლევა ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაციები და რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხირდან, არის საფუძველს  მოკლებული. გასაგებია, რო ეს ბევრისთსი შეიძლება იყოს მიუღებელი საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, ის გავაკეთოთ. მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზავია, რომლებიც, მაგალითად, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა პრემიერმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა