თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - დასრულდა დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს

ნახვები: 452 ირაკლი ღარიბაშვილი - დასრულდა დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება.

„მინდა, გამოვეხმაურო, ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციას, რითაც რეალურად ამ ადამიანებმა ქართველ ხალხს და ჩვენ გვითხრეს, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი, მათი მსახური იყო, მათ უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, არ აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩაგრავდა, კლავდა, აწამებდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, იყო სრულად დახშული მედიათავისუფლება. იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ამ კაცმა და მისმა ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინა, როგორიცაა გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, არ აინტერესებთ რეალობა, არ აინტერესებთ, რომ „იმედი“, რომელიც დაარბიეს, ძალადობრივად მიისაკუთრეს. არც ის აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩამობრძანდა უკანონო გზით და აპირებდა რევოლუციის მოწყობას, უნდოდა სისხლიანი დარბევები და ადამიანების დახოცვა. ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, მათ გვითხრეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და აზრი არ გვაინტერესებს, ეს კაცი იყო ჩვენი მსახური, აგენტი და უნდა გამოუშვათ ციხიდან. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ეს მინდა, ვუთხრა ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება. ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება განვითარება, კეთილდღეობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა