ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თსუ-ს სტუდენტები რექტორ სამუშიას და საბჭოს წევრებს მოუწოდებენ გამოხატონ უნივერსიტეტის პოზიცია რუსულ კანონზე

ნახვები: 496 თსუ-ს სტუდენტები რექტორ სამუშიას და საბჭოს წევრებს მოუწოდებენ გამოხატონ უნივერსიტეტის პოზიცია რუსულ კანონზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და რუსული კანონის საწინააღმდეგო მოძრაობის წევრები თსუ-ს რექტორს ჯაბა სამუშიასა და უნივერსიტეტის საბჭოს წევრებს მოუწოდებენ გამოხატონ უნივერსიტეტის ოფიციალური პოზიცია პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ. 

როგორც სტუდენტები წერენ, კანონპროექტი შინაარსითვე უპირისპირდება იმ იდეალებს, რომლებზეც თსუ დგას 1918 წლიდან. 

"გვჯერა, რომ კანონპროექტები შინაარსითვე უპირისპირდებიან იმ იდეალებს, რომლებზეც დგას ჩვენი უნივერსიტეტი 1918 წლიდან. ვინაიდან ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა ცდება პოლიტიკური მიკუთვნებულობის ფარგლებს და პირდაპირ ეხება ჩვენი და მომავალი თაობების საგანმანათლებლო პერსპექტივებს, ჩვენი უნივერსიტეტისა და რექტორის, ბატონი ჯაბა სამუშიას, მკაფიო პოზიციონირება ხსენებულ კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია", - ვკითხულობთ სტუდენტების წერილში.

მათივე განცხადებით, თსუ-ს მკაფიო პოზიცია ერთთავად გაზრდის სტუდენტების აქტიურობას და შესაძლებელს გახდის პროტესტის მშვიდობიან, კონსტრუქციულ ფარგლებში შენარჩუნებას. 

"ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაფიო პოზიცია ერთთავად გაზრდის სტუდენტების აქტიურობას და შესაძლებელს გახდის პროტესტის მშვიდობიან, კონსტრუქციულ ფარგლებში შენარჩუნებას.

ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ბიუროკრატიულ და პროცედურულ საფეხურებს, რაც შესაძლოა საჭირო იყოს ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად, ამიტომ პოზიციის დასაფიქსირებლად გონივრული ვადის გამოყოფა სწორად მიგვაჩნია.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ წამოჭრილი საკითხი დადგება აკადემიური და საფაკულტეტო საბჭოების დღის წესრიგში", - წერენ სტუდენტები. 

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები. თსუ-ს სტუდენტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მათ ლექტორს, ნიკოლოზ სამხარაძესაც, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნულ კანონპროექტს ლობირებს.

პირველ მარტს სტუდენტებმა სამხარაძეს წერილი გაუგზავნეს, სადაც მას სთხოვდნენ, რომ არ დაეჭირა მხარი რუსული კანონპროექტისთვის. მოგვიანებით კი მათ, პროტესტის ნიშნად, დეპუტატის სალექციო კურსის გავლაზეც თქვეს უარი და მისი საგანი გადაირჩიეს.


 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა