ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - ფარისევლობის გამოხატულებაა, როდესაც წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ეკლესიას აგინებ

ნახვები: 507 ირაკლი კობახიძე - ფარისევლობის გამოხატულებაა, როდესაც წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ეკლესიას აგინებ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მოქმედებები მათ სულისკვეთებასა და ფარისევლობაზე მეტყველებს.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხედველობაში არ მიიღო კომპრომისის საჭიროება და დღევანდელ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. ეს მეტყველებს მათ სულისკვეთებასა და ფარისევლობაზე. ფარისევლობის გამოხატულებაა მათ შორის ის, როდესაც ჩვენი გმირი პატრიარქი, წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ამ დროს, ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ეკლესიას აგინებ. ფარისევლობის გაგრძელება იყო ის, როდესაც საუბრობ ევროკავშირზე და მხარს არ უჭერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა. სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ სრულმა შემადგენლობამ. გარდა ამისა, იოსელიანმა მიიღო „ევროპელი სოციალისტებისა“ და „გირჩის“ ოთხ-ოთხი ხმა, თავად „მოქალაქეების“ ორი ხმა, ასევე ხმები უფრაქციო დეპუტატებისგან, რომელთა შორის არიან თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია. მხარდამჭერებს შორის არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმშენებლის“ წარმომადგენლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა