ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი - მოვისმინეთ ახალარჩეული სახალხო დამცველისგან, როგორ ხდებოდა ქალი პარლამენტის წევრების დატერორება

ნახვები: 548 შალვა პაპუაშვილი - მოვისმინეთ ახალარჩეული სახალხო დამცველისგან, როგორ ხდებოდა ქალი პარლამენტის წევრების დატერორება

ის ტერორის ტალღა, რომელსაც ცდილობენ, ააგორონ, მათ შორის დღეს მოვისმინეთ უკვე არჩეული სახალხო დამცველისგან, როგორ ხდებოდა ქალი პარლამენტის წევრების დატერორება, რომ მათ ხმა არ მიეცათ ისე, როგორც მათ სურდათ, ეს არის პირდაპირი ჩარევა პარლამენტის წევრის თავისუფალ მანდატში, მისი იძულება, რომ მისი ნების გარეშე და გადაწყვეტილების გარეშე მისცეს ხმა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ეს არის პირდაპირ ტერორი არამხოლოდ ადამიანზე, არამედ ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრზე“.

„გარდა ამისა, მოვისმინეთ ბევრი განცხადება, არ მინდა ციტირება, მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ადრე უფლებადაცვით ინსტიტუციებს ხელმძღვანელობდნენ, რაც არის ადამიანების პირდაპირ მიზანში ამოღება,  მათი ტერორის ობიექტად ქცევა, იარლიყების მიკერება და ა.შ. ჩვენ ამ პროცესმა, რომელსაც სტიგმატიზაციის საფრთხეზე საუბრობდნენ, გვაჩვენა ერთი რამ, გამოავლინა ადამიანები, რომლებიც წლებია, ამ ქვეყანაში ქმნიან სტიგმებს, აკრობენ იარლიყებს, ქმნიან ზიზღის გარემოს. ამდენი წელი მხოლოდ ამას აკეთებენ და სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. უბრალოდ მოვუწოდებ ყველას, ერთი მხრივ, თავი შეიკავონ ზოგადად ადამიანის ზეწოლისგან, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება საქართველოს პარლამენტის წევრს. ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც გაირჩევა ქართული კანონპროექტი და კანონები არის ეს დარბაზი, ამიტომ ყველამ პატივი ვცეთ ჩვენს მანდატს, პატივი ვცეთ ჩვენს არგუმენტირების უნარებს და განვიხილოთ. საჯაროობა სწორედ ამას ნიშნავს, რომ განვიხილოთ საკითხები საჯაროდ, ჩვენი ხალხის გასაგონად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს არჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა: „თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს, რათა ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი. ამის მიუხედავად, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა