კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვიოლა ფონ კრამონი - მთავრობამ საქართველოს, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს უღალატა

ნახვები: 604 ვიოლა ფონ კრამონი - მთავრობამ საქართველოს, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს უღალატა

საქართველოს მთავრობამ საქართველოს უღალატა. [მთავრობამ] უღალატა საკუთარ კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

მან ქართველ ხალხს მოუწოდა სასოწარკვეთას არ მიეცნენ და დასძინა, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც აფასებს თავისუფლებას და სხვა ევროპულ ღირებულებებს.

„ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავისუფლებებისთვის და არ სურთ იყვნენ „რუსული სამყაროს“ ნაწილი. არა რუსულ კანონს!

ქართველო ხალხო, სასოწარკვეთას არ მიეცეთ. ჩვენი კარი ღია რჩება ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც აფასებს თავისუფლებას და სხვა ევროპულ ღირებულებებს. თქვენ ბევრჯერ დაამტკიცეთ, რომ ევროპას ეკუთვნით“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა