ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიიღეთ გადაწყვეტილება და გააღეთ უნივერსიტეტის კარები, იქ თქვენი სტუდენტებიც არიან - ზუკა ნემსაძე გიორგი შალუტაშვილს მიმართავს

ნახვები: 753 მიიღეთ გადაწყვეტილება და გააღეთ უნივერსიტეტის კარები, იქ თქვენი სტუდენტებიც არიან - ზუკა ნემსაძე გიორგი შალუტაშვილს მიმართავს
ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს მიმართავს და სთხოვს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და გაუღოს კარი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ამ წუთებში სპეცრაზმი წყლის ჭავლითა და ხელკეტებით არბევს. 
 
 
"ბატონო გიორგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს მოგმართავთ საჯაროდ!
 
თქვენი ბებია, ნინა მა­ყაშ­ვი­ლი როგორც ამბობთ სი­ტყვა "კო­მუ­ნისტს" არას­დროს წარ­მოსთ­ქვამ­და, მის სი­ნო­ნი­მად იყე­ნებ­და სი­ტყვას - "სვო­ლოჩ", თუ კარგ გუ­ნე­ბა­ზე იყო, ამ­ბობ­და, "ბან­დიტ". - თქვენ ამბობთ ამას.
 
თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც 15-16 წლის ასაკში, თქვენს მეგობრებთან ერთად ია­ტაკ­ქვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცია "საბა" რომ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ. ეს აბრევიატურა ასე იშიფრებოდ: "სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­ნო­მი­ი­სათ­ვის ბრძო­ლის ალი­ან­სი"
ხოდა ახლა ეს ახალგაზრდები იმისათვის ისჯებიან რომ რუსეთი არ სურთ. მიიღეთ გადაწყვეტილება და გააღეთ უნივერსიტეტის კარები, იქ თქვენი სტუდენტებიც არიან. გააღეთ დაუყოვნებლივ კარები და მიეცით შანსი მათ რომ გადარჩნენ.
 
გთხოვთ!", -წერს ზუკა ნემსაძე
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა