ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დიმიტრი პესკოვი - საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს

ნახვები: 465 დიმიტრი პესკოვი - საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქართული კანონპროექტი „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოსკოვით შთაგონებული არ არის, კრემლს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"არაფერი კრემლის მიერ შთაგონებული არ ყოფილა და კრემლი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონების შემოღების პრაქტიკა წამოიწყო, პიონერი 30-იანი წლების ბოლოს გახდა ამერიკის შეერთებული შტატები", - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტი ამერიკულ კანონს „ძალიან ჰგავდა“, მეორე კი - მეტ-ნაკლებად.

"მეორე ვარიანტი მეტ-ნაკლებად ჰგავდა შეერთებული შტატების კანონს, შინაარსით უფრო რბილი იყო, მაგრამ არც ერთთან და არც მეორესთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს", - აღნიშნა პესკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა