კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე

ნახვები: 434 ირაკლი კობახიძე - კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე

კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის კანონპროექტის ინიციატორებს მადლობას უხდის.

„კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი – ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს;

მეორე, ასევე ყველამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორებიც არის, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის (პარალელური ხმის დათვლა) გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ-პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა ძალიან ცხადად და მკაფიოდ გაუზიარა ქართულ საზოგადოებას;

მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ „ენჯეოების“ ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა. ამისათვის მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა ეს კანონპროექტი, ასევე, თითოეულ დეპუტატს, რომელმაც კანონპროექტს პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა გაფორმებული პარლამენტში. შესაბამისად, ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩააგდო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა