პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო მოთამაშეა

ნახვები: 523 კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო მოთამაშეა

სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა. „ნაპოლის“ ქართველმა EA Sports-ის თვის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში გაიმარჯვა და „ატალანტასთან“ ხვალინდელ მატჩამდე დაჯილდოვდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და გადაასწრო „ლეჩეს“ მოთამაშე ფედერიკო ბაშიროტოს, „იუვენტუსის“ ანხელ დი მარიას, „ტორინოს“ ალექსეი მირანჩუკსა და მის თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს.

„კვარაცხელია გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში ორჯერ მოიგო EA Sports-ის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება“, – განაცხადა Lega Serie A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

„ქართველმა უკვე გაიტანა 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა, ის ლიდერობს სერია A-ში ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა რეიტინგში. უკვე დღევანდელობის ერთ-ერთი ვარსკვლავი და სერია A-სა და საერთაშორისო ფეხბურთის მომავალი“, – წერს gazzetta.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა