კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი თეთრ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

ნახვები: 537 ჯო ბაიდენი თეთრ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უმასპინძლა.

უკრაინის დახმარება შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო. ჯო ბაიდენმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მხარდაჭერა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლა გაგრძელდება.

თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი და ბრიუსელი გეგმავენ, დამატებით ზომებს მიმართონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მესამე ქვეყნების მიერ გვერდის ავლის აღსაკვეთად.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის საკითხებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დაეხმარა ევროკავშირს ენერგოკრიზისის გადალახვაში გათხევადებული აირის მიწოდებით.

„ჩვენ კვლავ ვეხმარებით უკრაინის მამაც ხალხს, უსაფრთხოების სფეროში დახმარების უზრუნველყოფით და ისტორიული სანქციების განხორციელებით, რაც ზღუდავს და უფრო რთულს ხდის პუტინისთვის, დააფინანსოს და აწარმოოს ომი უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, მახსოვს, როგორ ვსაუბრობდით ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის შექმნაზე, შეგვეძლო თუ არა საკმარისი გათხევადებული აირის მიწოდება, ჩვენ მივაწოდეთ ორჯერ მეტი. ამან იმუშავა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ისინი, როგორც მტკიცე პარტნიორები მხარს უჭერენ უკრაინას, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

„თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ, როდესაც გვინდოდა, თავი დაგვეღწია რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან. თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდით, დაგვეხმარეთ გადაგველახა ეს ენერგეტიკული კრიზისი. ჩვენ, როგორც პარტნიორები, ერთად მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ვაზღვევინებთ რუსეთს საფასურს მისი სასტიკი ომისთვის. ჩვენ მტკიცედ ერთიანები ვართ ჩვენი ღირებულებების დაცვაში“, -აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა