Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სტრასბურგის სასამართლომ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ნახვები: 473 სტრასბურგის სასამართლომ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ მამასახლისის საქმის ფარგლებში, აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ორი მოსარჩელეს მიმართ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი. კერძოდ, მესამე მუხლი (არაადაამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მეხუთე მუხლი პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მეექვსე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები (სამართლიანი სასამართლოს უფლება). საქართველოს მხრიდან კი კონვენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე პერიოდს. კერძოდ, ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას დაკავებებს 2001 და 2003 წლებში, შესაბამისად, ასევე მათ მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, გასამართლებასა და დაკავებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა უნდა გადაუხადოს მამასახლისსა და ნანავას 35-35 ათასი ევრო მორალური ზარალის ანაზღაურების სახით, ასევე ჯამში, 23 300 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად.

სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, აფხაზეთის მიმართ მუდმივი და არსებითი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერითა და გადამწყვეტი სამხედრო ჩარევით, რუსეთი ეფექტურ კონტროლს და გადამწყვეტ გავლენას ახორციელებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ჰქონდა იურისდიქცია საჩივრის საკითხებზე.

სასამართლომ მამასახლისისა და ნანავას დაკავება და დაპატიმრება უკანონოდ ცნო. სასამართლოს დასკვნაში წერია, რომ მამასახლისისადმი ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა, იმყოფებოდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ პირობებში. არცერთ მოსარჩელეს არ მიუღია ადეკვატური სამედიცინო დახმარება და არ უსაგებლია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ასევე მათ ვერ მიიღეს ადვოკატის დახმარება.

კონვენციის დარღვევებზე პასუხისმგებლობის განაწილების კუთხით, სტრასბურგის სასამართლომ დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და არ დაუდგენია რამე დარღვევა საქართველოს მხრიდან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მამასახლისისა და ნანავას უფლებების უზრუნველსაყოფად, თუმცა წააწყდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობაზე მუდმივ უარს და რუსეთის ხელისუფლების უმოქმედობას.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა