ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თამარ კორძაია - არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი

ნახვები: 410 თამარ კორძაია - არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არჩევნების თარიღი დანიშნა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადგილას არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„არჩევნების თარიღი დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება 2 აგვისტოს. არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ასეთი ტიპის განცხადებებს ჰყავს პირდაპირი ადრესატი პრეზიდენტის სახით. მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მივიღებდი გადაწყვეტილებას და არჩევნებს გადავდებდი, მაგრამ მე საქართველოს პრეზიდენტი არ ვარ", - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

რაც შეეხება კითხვას: „ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ იპოზიციას დაბალი რეიტინგის გამო სურს არჩევნების გადადება", - კორძაიას თქმით, ოპოზიციისკენ ხელის გაშვერას სჯობს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ ვალდებულებებზე ისაუბრონ.

„მათ წარმოგვიდგინონ პასუხები, როგორ აპირებენ პანდემიის მართვას არჩევნებამდე. როგორ აპირებენ პასუხების გაცემას იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარდაიცვალნენ წინა დღეებში. ვის რა ელოდება, ჯერ კიდევ არავინ იცის. ამიტომ ოპოზიციისკენ ხელების გაშვერას სჯობს, საკუთარ ვალდებულებებზე ისაუბრონ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა