კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მაღალი შეფასება დაიმსახურა, მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში შეფასდა უკრაინის მთავრობის საკმაოდ მაღალი ჯილდოთი

ნახვები: 406 დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მაღალი შეფასება დაიმსახურა, მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში შეფასდა უკრაინის მთავრობის საკმაოდ მაღალი ჯილდოთი

უნდა აღინიშნოს ასევე ვიზიტის მეორე ნაწილი, რაც დაკავშირებული იყო ყირიმის პლატფორმასთან. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების ინიციატივით და რომელში მონაწილეობაც მიიღეს 46 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა, პრეზიდენტებმა, პრემიერებმა,საგარეო საქმეთა მინისტრებმა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამ პლატფორმის სესიაზე იყო ძალიან მკაფიო.

„ზუსტი გზავნილები იყო გაჟღერებული, რაც არის დაკავშირებული ჩვენს საერთო გამოწვევებთან, ოკუპაციასთან და ასევე გამოითქვა პოზიცია ჩვენი მხრიდან, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება და არსებული ფორმატების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება იმისთვის, რომ დღეს საერთაშორისო დღის წესრიგის დარღვევის ფაქტები იყოს დაუყოვნებლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი რეაგირების ქვეშ. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებთ ყირიმის პლატფორმას და სხვა საერთაშორისო ფორმატებს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში იყო შეფასებული უკრაინის მთავრობის საკმაოდ მაღალი ჯილდოთი", - განაცხადა ზალკალიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა